30 იანვარი, 2025
მინი ფეხბურთი, აჭარა 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
2025 წლის თებერვლიდან იწყება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული სკოლების გუნდები.
ა ჭ ა რ ა
მინი ფეხბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აჭარის რეგიონული თამაშების მონაწილეები არიან:
ვაჟები:
ბათუმიდან - ბათუმის N10 საჯარო სკოლა;
ქედადან - პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა;
ქობულეთიდან - ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი;
შუახევიდან - სოფელ წყაროთის საჯარო სკოლა;
ხელვაჩაურიდან - სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა;
ხულოდან - დაბა ხულოს საჯარო სკოლა.