სლოვაკეთი 2026 - Kawasaki Slovak Junior 2026
სლოვაკეთი - ბადმინტონის იუნიორთა საერთაშორისო ტურნირი
2026 წლის 19-დან 22 ნოემბრის ჩათვლით, სლოვაკეთის ქალაქ პუხოვში, „sTC Aréna“-ზე, Kawasaki Slovak Junior 2026-ის ფარგლებში ბადმინტონში მასშტაბური ასპარეზობა გაიმართება, სადაც საქართველოს ღირსებას თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაიცავენ.
სლოვაკეთის ბადმინტონის ფედერაციისა და ევროპის ბადმინტონის მმართველი ორგანოს ეგიდით დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე, ვაჟთა შორის ქვეყნის სახელით თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტას საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოვლენ, ხოლო გოგონათა შორის საქართველოს წარმატებისთვის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის მოსწავლეები იბრძოლებენ.
Kawasaki Slovak Junior 2026-ის განრიგისა და დებულების თანახმად, მონაწილე გუნდები სლოვაკეთში 19 ნოემბერს ჩავლენ. ისინი ოფიციალურ ვარჯიშებსა და მწვრთნელ-მენეჯერთა შეხვედრას დაესწრებიან. ძირითადი შეხვედრები 20 ნოემბრიდან დაიწყება.
წარმატებევს ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს!

