09 ნოემბერი, 2026
თბილისის საქალაქო თამაშები 2026-2027 - ფრენბურთი
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-2027
თბილისის საქალაქო თამაშების შესარჩევი ეტაპი ფრენბურთში, ვაჟებს შორის დასრულდა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ფრენბურთში ვაჟებს შორის თბილისის საქალაქო თამაშების მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები დასრულდა. თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში გამართულ ასპარეზობაზე გუნდებმა მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად იბრძოლეს.
მეოთხედფინალური ბარიერი წარმატებით გადალახეს და ნახევარფინალში იასპარეზებენ:
- N45 საჯარო სკოლა
- N42 საჯარო სკოლა
- N103 საჯარო სკოლა
- N171 საჯარო სკოლა
ნახევარფინალური შეხვედრები 2027 წლის თებერვლიდან დაიწყება.
