02 ნოემბერი, 2026
ხორვატია 2026 - მაგიდის ჩოგბურთი
ევროპის მულტისპორტული ღონისძიება 2026
ევროპის მულტისპორტული ღონისძიება
ევროპის მულტისპორტული ღონისძიება ხორვატიის ქალაქ პორეჩში 3-დან 7 ნოემბრის ჩათვლით იმართება. ეს მასშტაბური ტურნირი სამ დისციპლინას, კერძოდ, ბადმინტონს, მაგიდის ჩოგბურთსა და კროსს აერთიანებს. ამ სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს სახელით მაგიდის ჩოგბურთში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის ვაჟთა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები იასპარეზებენ.
აღნიშნული ტურნირი ევროპის სასკოლო სპორტის ფედერაციისა (ESSF) და ხორვატიის სასკოლო სპორტის ფედერაციის (CSSF) მჭიდრო თანამშრომლობით ორგანიზდება.
