30 სექტემბერი, 2024

სასკოლო სპორტის კვირეული 2024

23 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო სპორტის კვირეული გაიმართა.

ევროპის სასკოლო სპორტის დღე ევროპის სპორტის კვირეულის შემადგენელი ნაწილია.

26 სექტემბერს, საქართველოს ყველა რეგიონში, გაიმართა ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებული სპორტული ღონისძიებები და საზეიმოდ გაიხსნა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025.