ევროპის სასკოლო სპორტის დღე 2026
ევროპის სასკოლო სპორტის დღე 2026
ევროპის სასკოლო სპორტის დღე რუსთავში!
რუსთავის ცენტრალურ პარკში საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ევროპის სასკოლო სპორტის დღე (ESSD) აღინიშნა, რომელმაც ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები სპორტისა და ფიზიკური აქტივობის გარშემო გააერთიანა.
ღონისძიება სასკოლო სპორტის დროშის საზეიმო შემოტანით გაიხსნა. მონაწილეებს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა მიმართეს, რის შემდეგაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ.
ევროპის სასკოლო სპორტის დღეს საქართველოში ტრადიციულად სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ახალი სეზონიც სიმბოლურად იხსნება.
ახალი სეზონი დაიწყო - წინ კიდევ ბევრი თამაში, სპორტული ემოცია და ახალი გამოცდილებაა!

