18 სექტემბერი, 2026
25 სექტემბერი - ევროპის სასკოლო სპორტის დღე
25 სექტემბერი - ევროპის სასკოლო სპორტის დღე
ESSD-ევროპის სასკოლო სპორტის დღე ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც ევროპის მასშტაბით ათასობით სკოლასა და მოსწავლეს აერთიანებს და ბავშვებში ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
საქართველოში ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ევროპის სასკოლო სპორტის დღეს სიმბოლურად იხსნება საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ახალი სეზონი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ათასობით მოსწავლეს აერთიანებს.
წინ ახალი შეჯიბრებები, სპორტული ემოციები და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კიდევ ერთი აქტიური სეზონია!
