07 ივნისი, 2026
აღმოსავლეთ საქართველოს თამაშები 2026 - მხიარული სტარტები
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026
აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული გამოვლენილია
რუსთავში გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოს თამაშები მხიარულ სტარტებში, რომელშიც მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულმა სკოლების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
საინტერესო და სახალისო თამაშების შედეგად გამოვლინდნენ აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები:
I ადგილი - ბორჯომის N3 საჯარო სკოლა;
II ადგილი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლა;
III ადგილი - გარდაბნის N1 საჯარო სკოლა.
პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას მხიარული სტარტების დასკვნით ეტაპზე გააგრძელებენ.



