01 აპრილი, 2026
იმერეთის რეგიონული თამაშები 2026 - ბადმინტონი
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026
იმერეთის რეგიონის ჩემპიონები ბადმინტონში გამოვლენილია!
ბაღდათში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა იმერეთის რეგიონული თამაშები ბადმინტონში, გოგონათა და ვაჟთა შორის. დაძაბული და საინტერესო ასპარეზობის შედეგად, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონები:
I ადგილი - ქუთაისის M24 საჯარო სკოლა;
II ადგილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლა;
III ადგილი - ტყიბულის N5 საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლა;
II ადგილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლა;
III ადგილი - ტყიბულის N4 საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას დასავლეთ საქართველოს თამაშებზე გააგრძელებენ.



