27 მარტი, 2026
თბილისის საქალაქო თამაშები 2026 - ბადმინტონი
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026
ბადმინტონში თბილისის საქალაქო თამაშები გამარჯვებული გუნდები ცნობილია!
გაიმართა თბილისის საქალაქო თამაშები ბადმინტონში გოგონებსა და ვაჟებ შორის.
გოგონათა გუნდებს შორის პირველი ადგილი 130-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე 192-ე საჯარო სკოლა გავიდა.
ვაჟთა შორის პირველობა 147-ე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი კი, 169-ე საჯარო სკოლას ერგო.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებენ.



