17 მარტი, 2026
ფრენბურთი - სუპერფინალი 2026
ბრძოლა სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის
ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში, გაიმართა სუპერფინალური თამაში ფრენბურთში, სადაც გამოვლინდა გუნდი რომლიც ჩინეთში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ვაჟთა შორის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა
ქუთაისის N22 საჯარო სკოლა
ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის გუნდმა თანაბარი ბრძოლის შედეგად მოიპოვა სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და 1-10 ივლისის ჩათვლით, ამავე სკოლის გოგონათა გუნდთან ერთად სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩინეთში იასპარეზებს.



