13 მარტი, 2026
თბილისის საქალაქო თამაშები 2026, კალათბურთი
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026
თბილისის საქალაქო თამაშები კალათბურთში დასრულდა!
თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, კალათბურთში თბილისის საქალაქო თამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში, თბილისის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, ერთმანეთს თბილისის 155-ე და 47-ე საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში დიდი უპირატესობით 46:27, თბილისის 155-ე საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებული გუნდი, რომელიც თბილისის სახელით აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებზე იასპარეზებს.



