09 მარტი, 2026
გურია, რეგიონული თამაშები 2026
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026
გურია, რეგიონული თამაშები ბადმინტონში
გურიაში გაიმართა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“-ის რეგიონული თამაშები ბადმინტონში, სადაც ერთმანეთს გოგონათა და ვაჟთა გუნდები დაუპირისპირდნენ.
გოგონათა შორის პირველობა მოიპოვა და დასავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებს ასპარეზობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო ვაჟებში , გამარჯვება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვა.



