20 თებერვალი, 2026
კახეთი, რეგიონული თამაშები 2026
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026
17 თებერვლიდან, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, რეგიონული თამაშები დაიწყო, სადაც მუნიციპალიტეტების ჩემპიონები რეგიონის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
17 და 19 თებერვალს, თამაზ ანთაძის სახელობის თელავის სპორტის სასახლეში, გაიმართა კახეთის რეგიონული თამაშები ფრენბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, სადაც გამოვლინდნენ რეგიონის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები.
გოგონები:
I ადგილი - თელავის N7 საჯარო სკოლა;
II ადილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა.;
II ადილი - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის საჯარო სკოლა საჯარო სკოლა.
პირველადგილოსანი გუნდები ასპარეზობას აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებენ.



