28 იანვარი, 2026
სასკოლო სპორტული ციებ-ცხელება გრძელდება
რეგიონული თამაშები 2026
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის" რეგიონული თამაშები თებერვალში იწყება.
რეგიონული თამაშები სკოლებს შორის სპორტის 7 სახეობაში - ბადმინტონში, ხელბურთში, ფრენბურთში, მძლეოსნობაში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და 3X3 კალათბურთში ჩატარდება.
ოლიმპიადაზე რეგიონულ თამაშებში ერთმანეთს ყველა მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გუნდები დაუპირისპირდებიან.
რეგიონული თამაშების პარალელურად, თბილისის საქალაქო თამაშებიც აიღებს სტარტს. რეგიონულ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.



