11 დეკემბერი, 2025
2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
10 დეკემბერს, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში სასკოლო სპორტის 2025 წლის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ წარადგინა. შეხვედრაში მონაწილეობა ქვეყნის ყველა რეგიონის წარმომადგენელმა, სპორტულმა ფედერაციებმა, პარტნიორმა ორგანიზაციებმა და სპორტის სამსახურებმა მიიღეს.
ღონისძიებაზე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები შეაჯამეს და ყველა რეგიონის საუკეთესო მუნიციპალიტეტი გამოავლინეს. განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსაც.



