26 სექტემბერი, 2025
ევროპის სასკოლო სპორტის დღე

ევროპის სასკოლო სპორტის დღე
რა არის ევროპის სასკოლო სპორტის დღე
ევროპის სასკოლო სპორტის დღე (European School Sport Day - ESSD) არის მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც საქართველო ყოველწლიურად აქტიურად ერთვება. ის სექტემბრის ბოლოს აღინიშნება.
მისი მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის დანერგვა.
ყოველწლიურად მასში მონაწილეობს ათასობით სკოლა ევროკავშირის მასშტაბით.
ეს არ არის მხოლოდ ერთი დღე, ეს არის მოწოდება, რომ სპორტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს და სიმბოლურია, რომ სწორედ ევროპის სასკოლო სპორტის დღეს იხსნება ახალი სასკოლო სპორტის სეზონი.