29 ივნისი, 2025
დასკვნითი თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
ფინალური თამაშები ფრენბურთში
ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორული ოლიმპიადა 2025-ის ფინალური თამაშები ფრენბურთში, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გოგონებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა;
დასავლეთის ჩემპიონი - ქუთაისის N22 საჯარო სკოლა.
ვაჟებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - თელავის N9 საჯარო სკოლა;
დასავლეთის ჩემპიონი - ქუთაისის N22 საჯარო სკოლა.
საინტერესო თამაშების შედეგად სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის ჩემპიონები, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში, ქუთაისის N22 საჯარო სკოლის გუნდები გახდნენ.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ულოცავს გუნდებს წარმატებებს