29 ივნისი, 2025
დასკვნითი თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
ფინალური თამაშები 3X3 კალათბურთში
ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორული ოლიმპიადა 2025-ის ფინალური თამაშები 3X3 კალათბურთში, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გოგონებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - თბილისის N100 საჯარო სკოლა;
დასავლეთის ჩემპიონი - ქუთაისის N23 საჯარო სკოლა.
ვაჟებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - რუსთავის N24 ქართული გიმნაზია;
დასავლეთის ჩემპიონი - სენაკის N2 საჯარო სკოლა.
საინტერესო თამაშების შედეგად გამოვლინდნენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის ჩემპიონები, თბილისის N100 საჯარო სკოლის გოგონათა და სენაკის N2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ულოცავს გუნდებს წარმატებებს