27 ივნისი, 2025
დასკვნითი თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
ფინალური თამაშები ხელბურთში
ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორული ოლიმპიადა 2025-ის ფინალური თამაშები ხელბურთში, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გოგონებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია;
დასავლეთის ჩემპიონი - ფოთის N2 საჯარო სკოლა.
ვაჟებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - ყვარლის N2 საჯარო სკოლა;
დასავლეთის ჩემპიონი - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა.
საინტერესო თამაშების შედეგად გამოვლინდნენ სასკოლო სპორული ოლიმპიადა 2025-ის ჩემპიონები, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის გოგონათა და წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ულოცავს გუნდებს წარმატებებს