დასკვნითი თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
ფინალური თამაშები ბადმინტონში
ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორული ოლიმპიადა 2025-ის ფინალური თამაშები ბდმინტონში, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გოგონებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლა;
დასავლეთის ჩემპიონი - ქუთაისის N21 საჯარო სკოლა.
ვაჟებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლა;
დასავლეთის ჩემპიონი - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლა.
საინტერესო თამაშების შედეგად გამოვლინდნენ სასკოლო სპორული ოლიმპიადა 2025-ის ჩემპიონები, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის გოგონათა და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ულოცავს გუნდებს წარმატებებს