08 ნოემბერი, 2024
ლანჩხუთი, მუნიციპალური თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
ლანჩხუთში, სასკოლო სპპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური თამაშები ხელბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
გოგონებს შორის პირველ ადგილზე სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის გუნდი, მეორეზე - სოფელ ჯურუყვეთის საჯარო, მესამეზე - მართლმადიდებლური სკოლის გუნდი გავიდა.
ვაჟებს შორის პირველი ადგილი სოფელ სუფსის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორეზე - ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის, ხოლო მესამეზე - მართლმადიდებლური სკოლის გუნდი გავიდა.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ