დასკვნითი თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
ფინალური თამაშები მაგიდის ჩოგბურთში
ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორული ოლიმპიადა 2025-ის ფინალური თამაშები მაგიდის ჩოგბურთში, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გოგონებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის საჯარო სკოლა;
დასავლეთის ჩემპიონი - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა.
ვაჟებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლა;
დასავლეთის ჩემპიონი - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა.
საინტერესო თამაშების შედეგად გამოვლინდნენ სასკოლო სპორული ოლიმპიადა 2025-ის ჩემპიონები, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფე ჟდანოვის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ულოცავს გუნდებს წარმატებებს