დასკვნითი თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
ფინალური თამაშები მინი ფეხბურთში
ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორული ოლიმპიადა 2025-ის ფინალური თამაშები მინი ფეხბურთში, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გოგონებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა;
დასავლეთის ჩემპიონი - ბათუმის N8 საჯარო სკოლა.
ვაჟებს შორის:
აღმოსავლეთის ჩემპიონი - ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლა;
დასავლეთის ჩემპიონი - ქუთაისის N21 საჯარო სკოლა.
საინტერესო თამაშების შედეგად გამოვლინდნენ სასკოლო სპორული ოლიმპიადა 2025-ის ჩემპიონები, ბათომის N8 საჯარო სკოლის გოგონათა და ქუთაისის N21 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ულოცავს გუნდებს წარმატებებს.