დასკვნითი თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
დასავლეთი vs აღმოსავლეთი: ეპიკური ბრძოლა ბათუმში!
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებულების დაძაბული დაპირისპირება ჩემპიონობისთვის.
სპორტის 7 სახეობა, 28 გუნდი, ბათუმის მწველი მზე და საინტერესო სანახაობა... ივნისში ბათუმი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი თამაშებს მასპინძლობს.
3x3 კალათბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა, ხელბურთი, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი ფეხბურთი — გოგონებმა და ვაჟებმა ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის, ახლა კი მათ 1 თამაში აშორებთ ჩემპიონობას!!
მაინც, ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?
როდის გახდება ეს ცნობილი? სულ მალე... 24 ივნისს დაუვიწყარი თამაშების სერია დაიწყება, მანამდე, 23 ივნისს კი გველოდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი თამაშების გრანდიოზული გახსნა.
გახდი ამ სპორტული ზეიმის ნაწილი, თვალი ადევნე ჩვენს სოციალურ ქსელებს, მიაწვდინე ხმა შენს ფავორიტებს კომენტარებით და ერთად შევქმნათ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ისტორია!