03 ივნისი, 2025
ფრენბურთი, დასავლეთ საქართველოს თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
დასავლეთ საქართველოს თამაშები ფრენბურთით დასრულდა.
გამოვლინდნენ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გუნდები ფრენბურთში, რომლებიც დასკვნით ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.
გოგონებშიც და ვაჟებშიც დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა ქუთაისის N22 საჯარო სკოლა.