29 მაისი, 2025
მინი ფეხბურთი, დასავლეთ საქართველოს თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
მინი ფეხბურთში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გუნდები გამოვლენილია
ფოთში გაიმართა დასავლეთ საქართველოს თამაშები მინი ფეხბურთში, სადაც გამოვლინდნენ ჩემპიონი გუნდები, რომლებიც ასპარეზობას სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის დასკვნით თამაშებში გააგრძელებენ.
გოგონები - ბათუმის N8 საჯარო სკოლა;
ვაჟები - ქუთაისის N21 საჯარო სკოლა.
ვულოცავთ გუნდებს გამარჯვებას.