26 მარტი, 2025
3X3 კალათბურთი, მცხეთა-მთიანეთი 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული თამაშები 3X3 კალათბურთში
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული თამაშები 3X3 კალათბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
თამაშების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები:
გოგონები:
I ადგილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლა;
II ადგილი - დუშეთის საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლა;
II ადგილი - წეროვნის N3 საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებენ.