25 მარტი, 2025
ფრენბურთი, იმერეთი 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
იმერეთის რეგიონული თამაშები ფრენბურთში
სამტრედიაში გაიმართა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის იმერეთის რეგიონული თამაშები ფრენბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონები:
I ადგილი - ქუთაისის N22 საჯარო სკოლა;
II ადგილი - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ხონის N3 საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი - ქუთაისის N22 საჯარო სკოლა;
II ადგილი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას დასავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებენ.