14 მარტი, 2025
ბადმინტონი, იმერეთი 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
იმერეთის რეგიონული თამაშები ბადმინტონში
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის რეგიონული თამაშები ბადმინტონში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწიდა:
ვაჟები:
I ადგილი - ქუთაისის N21 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ტყიბულის N5 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლა.
გოგონები:
I ადგილი - ქუთაისის N21 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლა;
III ადგილი - გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლა.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას დასავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებენ.