მაგიდის ჩოგბურთი, იმერეთი 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
იმერეთის რეგიონული თამაშები მაგიდის ჩოგბურთში
12 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა იმერეთის რეგიონული თამაშების საზეიმო გახსნის ღონისძიება, რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზეიმო გახსნის შემდეგ გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის იმერეთის რეგიონული თამაშები მაგიდის ჩოგბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ვაჟები:
I ადგილი - ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლა;
III ადგილი - ქუთაისის N30 საჯარო სკოლა.
გოგონები:
I ადგილი - ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ქუთაისის N28 საჯარო სკოლა;
III ადგილი - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლა.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას დასავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებენ.