11 მარტი, 2025
ფრენბურთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პირველობა ფრენბურთში
9-10 მარტს, ქალაქ ზუგდიდის სპორტულ დარბაზში, ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის რეგიონული თამაშები ფრენბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის.
პირველი ადგილი დაიკავეს და დასავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებენ ასპარეზობას მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის №3 საჯარო სკოლის გოგონათა და მარტვილის მუნიციპალიტეტის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ვაჟთა გუნდები.
მეორე ადგილზე კი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის გოგონათა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის №2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები გავიდნენ.