11 მარტი, 2025
ფორმების საზეიმო გადაცემა - თიანეთი

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონებს სათამაშო ფორმები გადაეცათ!
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა შეხვედრა გამართა თიანეთის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, რომლებიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ თამაშებში იასპარეზებენ.
თიანეთის მერმა ახალგაზრდებს მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვება მიულოცა, თითოეულ მათგანს საჩუქრად სპორტული ფორმები გადასცა, შემდგომი წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.