10 მარტი, 2025
3X3 კალათბურთი, ქვემო ქართლი 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
ქვემო ქართლის რეგიონული პირველობა 3X3 კალათბურთში
9 მარტს, რუსთავის სპორტის სასახლეში, გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონული პირველობა 3X3 კალათბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონები:
I ადგილი - გარდაბნის N1 საჯარო სკოლა;
II ადგილი - რუსთავის N16 საჯარო სკოლა;
III ადგილი - თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი - რუსთავის N24 საჯარო სკოლა;
II ადგილი - გარდაბნის N1 საჯარო სკოლა;
III ადგილი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის საჯარო სკოლა.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებზე გააგრძელებენ.