10 მარტი, 2025
3X3 კალათბურთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პირველობა 3X3 კალათბურთში
8 მარტს, სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პირველობა 3X3 კალათბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონები:
I ადგილი - ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა;
II ადგილი - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი - სენაკის N2 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ფოთის N5 საჯარო სკოლა.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას დასავლეთ საქართველოს თამაშებზე გააგრძელებენ.