04 მარტი, 2025
ქვემო ქართლი, რეგიონული თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
2 მარტს, რუსთავის სპორტის სასახლეში, გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონული პირველობა ფრენბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა
გოგონები:
I ადგილი - ბოლნისის N1 საჯარო სკოლა;
II ადგილი - თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა;
III ადგილი - რუსთავის N13 საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი - რუსთავის N4 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ბოლნისის N1 საჯარო სკოლა;
III ადგილი - დმანისის N2 საჯარო სკოლა.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებზე გააგრძელებენ.