28 თებერვალი, 2025
სამცხე-ჯავახეთი, რეგიონული თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
ხვალ, 1 მარტს, ბორჯომის სასპორტო სკოლის დარბაზში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025_ის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული თამაშები.
გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართება რეგიონული პირველობა 3X3 კალათბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული სკოლების გუნდები.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია წარმატებებს უსურვებს თამაშებში მონაწილე სკოლების გუნდებს.
მხარდამჭერები:
საქართველოს სპორტის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო