ფუტსალი - ბრაზილია 11 - 19 ნოემბერი

სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი
ფუტსალში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი 11 - 19 ნოემბერს ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში გაიმართება.
საქართველოდან სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ იმ სკოლების ვაჟთა და გოგონათა გუნდები, როლებიც აპრილში, სუპერფინალურ თამაშებში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ.
სუპერფინალები, მ.წ. 29 აპრილს, ქ. ფოთში გაიმართება და მასში ერთმანეთს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023 და 2024 წლების გამარჯვებული გუნდები შეეჯიბრებიან.
გოგონებს შორის ერთმანეთს შეხვდებიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023 წლის ჩემპიონი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლისა და 2024 წლის ჩემპიონი ამბროლაურის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები.
ვაჟებს შორის ერთმანეთს შეხვდებიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023 წლის ჩემპიონი საჩხერის მე-3 საჯარო სკოლისა და 2024 წლის ჩემპიონი მცხეთის პირველი საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.