საერთაშორისო თამაშები

სასკოლო სპორტი მსოფლიოში
სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია [ISF – International School Sport Federation] დაარსდა 1972 წელს.
ამ პერიოდიდან იწყება მსოფლიოში სასკოლო სპორტის საერთაშორისო განვითარება. დღეს სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს 5 კონტინენტის 136 ქვეყანას აერთიანებს.
ყველაზე მთავარი საერთაშორისო სასკოლო სპორტული ღონისძიება არის გიმნზიადა, რაც შინაარსობრივად სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადაა. გიმნაზიადა ორ ასაკობრივ კატეგორიაში [U15, U18] და სპორტის 22 სახეობაში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში იმართება სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატები.
საქართველო, სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის წევრი 2014 წლიდანაა.
ქართველი მოსწავლეები პირველად სასკოლო სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე 2016 წელს წარსდგნენ.
დღეს ჩვენს ქვეყანას უკვე ჰყავს ერთი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონი და გიმნაზიადის ცხრა ჩემპიონი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებსა და გიმნაზიადებში, წლების მიხედვით, მონაწილე საქართველოს სკოლების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მთავარ მენიუში „მსოფლიო“.