22 სექტემბერი, 2026
მხიარული სტარტები 2026
მხიარული სტარტების ფინალი 2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლა „მხიარული სტარტების“ გამარჯვებულია
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში „მხიარული სტარტების“ ფინალური ეტაპი გაიმართა.
დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 4 საუკეთესო სკოლის გუნდი დაუპირისპირდა.
დაძაბული და სახალისო შეჯიბრის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
I ადგილი — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლა.
II ადგილი — ბორჯომის N3 საჯარო სკოლა.
III ადგილი — ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკის საჯარო სკოლა.

