სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-2027
სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციებში - კახეთი
სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციებში - კახეთი
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სასკოლო სპორტის პროგრამების, მათი მიმდინარეობისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ სამუშო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები, კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების სამსახურების წარმომადგენლები, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი კონსტანტინე ამირაჯიბი და ფედერაციის წარმომადგენელი დავით ყანადაშვილი ესწრებოდნენ.
კონსტანტინე ამირაჯიბმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სასკოლო სპორტში განხორციელებული პროგრამების შედეგები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრაზე განიხილეს სასკოლო სპორტის ახალი სეზონი, რეგიონებში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები, საორგანიზაციო საკითხები და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასკოლო სპორტის კვირეულს, რომელიც 21–26 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრებზე განიხილეს კვირეულის ფარგლებში სკოლებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობა, დაგეგმილი სპორტული აქტივობები და მათი ორგანიზების საკითხები
