16 სექტემბერი, 2026
სასკოლო სპორტის ფედერაცია სეოკ-ის წევრია
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია სეოკ-ის წევრი გახდა
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია სეოკ-ის წევრი გახდა
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
სხვა საკითხებთან ერთად სხდომაზე იმსჯელეს სეოკ-ის სახელზე საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წერილის შესახებ, აღინიშნა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობა ბავშვთა სპორტის განვითარების მიმართულებით. აღმასრულებელმა კომიტეტმა დააკმაყოფილა ფედერაციის თხოვნა სეოკ-ის წევრად მიღების თაობაზე.