15 სექტემბერი, 2026
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს - ახალი ცოდნით, საინტერესო გამოცდილებითა და მნიშვნელოვანი მიღწევებით.
ჩვენ კი მთელი წლის განმავლობაში კვლავ შევხვდებით სპორტულ მოედნებზე - იქ, სადაც თითოეული თამაში ახალი გამოცდილებაა, თითოეული გამოწვევა - განვითარების შესაძლებლობა, ხოლო თითოეული გამარჯვება - წინ გადადგმული ნაბიჯი.
შევხვდებით მოედანზე!