10 ივნისი, 2026
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი - სერბეთი 2026
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი - სერბეთი 2026
სასკოლო სპორტის აკადემიის კალათბურთელები სერბეთში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ახლოვდება, რომელიც სერბეთში, ქალაქ ზლატიბორში 13 ივნისს დაიწყება და 22 ივნისამდე გაგრძელდება.
ქართველი მოსწავლე-სპორტსმენები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 13 ივნისს მიემგზავრებიან, სადაც ისინი საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს ვაჟთა 31, ხოლო გოგონათა 29 გუნდი დაუპირისპირდება.
ჩემპიონატი ISF-ისა და FIBA-ს მოქმედი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად წარიმართება.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ახალგაზრდა კალათბურთელებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას უსურვებს!



