28 მაისი, 2026
დასავლეთ საქართველოს თამაშები 2026 - მხიარული სტარტები
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026
დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული მხიარული სტარტებში ცნობილია
ქუთაისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს თამაშები მხიარულ სტარტებში, რომელშიც რეგიონულ თამაშებში გამარჯვებულმა სკოლების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
საინტერესო და სახალისო თამაშების შედეგად გამოვლინდნენ დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები
I ადგილი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლა;
III ადგილი - ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა.
პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას მხიარული სტარტების დასკვნით ეტაპზე გააგრძელებენ.