08 თებერვალი, 2026
ბრძოლა სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის
ბრძოლა ჩრდილოეთ მაკედონიის საგზურისთვის
ხვალ, 9 თებერვალს თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი ხელბურთის სუპერფინალს უმასპინძლებს. ამ დღეს გაირკვევა, თუ რომელი სკოლების გუნდები გაემგზავრებიან ჩრდილოეთ მაკედონიაში, რათა საქართველოს სახელით ხელბურთის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზონ.
სუპერფინალში მონაწილე გუნდები უკვე თბილისში არიან.
შეგახსენებთ სუპერფინალში მონაწილე გუნდებს:
გოგონები:
2023 წელი - ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის გუნდი;
2024 წელი - ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდი;
2025 წელი - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სკოლა-გიმნაზიის გუნდი.
ვაჟები:
2023 წელი - გორის N1 საჯარო სკოლის გუნდი;
2024 წელი - ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდი;
2025 წელი - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის გუნდი.



