23 იანვარი, 2026
ჩრდილოეთ მაკედონია 2026
ხელბურთში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად სუპერფინალური თამაშები გაიმართება
ხელბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 20-29 აპრილს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება.
ჩემპიონატში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველ გოგონათა და ვაჟთა გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, სუპერფინალური თამაშები, 2026 წლის 9 თებერვალს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023, 2024 და 2025 წლების ჩემპიონი გუნდები.
გოგონები:
2023 წელი - ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის გუნდი;
2024 წელი - ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდი;
2025 წელი - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სკოლა-გიმნაზიის გუნდი.
ვაჟები:
2023 წელი - გორის N1 საჯარო სკოლის გუნდი;
2024 წელი - ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდი;
2025 წელი - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის გუნდი.



