სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატისკენ - ბრაზილია 2025
ფუტსალი 2025
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატისათვის სპორტული ეკიპირება გადაცემა
მბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მინი ფეხბურთში გამარჯვებულ - ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გუნდთან და სპორტსმენების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების და სასკოლო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისათვის მადლობა გადაუხადეს და სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატისათვის სპორტული ეკიპირება გადასცეს.
შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ნანა ცინდელიანი და ამავე ფედერაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე წელს მინი ფეხბურთის სუპერფინალის გამარჯვებული გოგონებს შორის ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
სპორტსმენები 11-20 ნოემბერს ბრაზილიაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.



