სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატისკენ - ბრაზილია 2025
ფუტსალი 2025
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატისათვის სპორტული ეკიპირება გადაცემა
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულ - მცხეთის N1 საჯარო სკოლის გუნდთან და სპორტსმენების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების და სასკოლო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისათვის მადლობა გადაუხადეს და სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატისათვის სპორტული ეკიპირება გადასცეს.
შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - ალექსანდრე ზაგაშვილი, მხარის დელეგატი - დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ილურიძე და ამავე ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი - ნანა ცინდელიანი ესწრებოდნენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, სუპერფინალის გამარჯვებული მინი ფეხბურთში მცხეთის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
სპორტსმენები, საქართველოს სახელით, 11-20 ნოემბერს, ბრაზილიაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.



