09 ოქტომბერი, 2025
ბაღდათი - მუნიციპალური თამაშები 2025-2026
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-2026
ბაღდათი - მუნიციპალური თამაშები
ბაღდათში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა მუნიციპალური თამაშები მძლეოსნობაში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში პირველობა არავის დაუთმეს და იმერეთის რეგიონულ ეტაპზე იასპარეზებენ ბაღდათის N1 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, ხოლო მეორე ადგილის მფლობელები სოფელ დიმის საჯარო სკოლის გუნდები გახდნენ.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია წარმატებებს უსურვებს გამარჯვებულ გუნდებს.



